ბათუმში საპლაჟო ფრენბურთში აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. საქართველოს გუნდის გარდა, ჩემპიონატში უკრაინის, პოლონეთის, ბელარუსის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთისა და აზერბაიჯანის გუნდები მონაწილეობს.
ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქალთა 16 და მამაკაცთა 16 გუნდი იასპარეზებს. ბათუმის ეტაპი 5 ოქტომბერს დასრულდება.