13 იანვარი 2026,   13:00
ვრცლად
ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ის საქართველოს გვიან ღამით დატოვებს.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრები როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომდგენლებთან გამართა.

ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი თავდაცვის ახალ მინისტრს მინდია ჯანელიძესაც შეხვდა და იმედი გამოთქვა რომ სამინისტრო დაწყებულ კურსს გააგრძელებს.

შეხვედრა გაიმართა ოპოზიციურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთანაც".

ჯეიმს აპატურაი საქართველოში მოპოვებულ ინფორმაციას შეაჯერებს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წარადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები