12 იანვარი 2026,   17:36
ვრცლად
ჯეიმს აპატურაი ყოფილ მინისტრებს შეხვდა

ჯეიმს აპატურაი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს შეხვდა. არაოფიციალურ შეხვედრას ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი და მაია ფანჯიკიძე ესწრებოდნენ. ყოფილი მინისტრებისა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კონსულტაციებს, ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, უილიამ ლაჰიუც ესწრებოდა. 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ალასანიამ აპატურაის პარტიის სამომავლო გეგემებიც გააცნო. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები