დაუდასტურებელი ინფორმაციით, ზვიად ჯანყარაშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი აღარ არის. „კურიერმა“ ინფორმაცია პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან გადაამოწმა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე ჯანყარაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ინფორმაცია არ აქვს ასევე გუგული მაღრაძესაც.
უკრაინაში საქართველოს ელჩის გადადგომისა და მისი ზვიად ჯანყარაშვილით შესაძლო შეცვლის შესახებ ინფორმაცია ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ორი დღის წინ გაავრცელეს.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ეჩლობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ მმართველ გუნდში. საკითხს გამოეხმაურა თამარ ბერუჩაშვილიც. საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჯანყარაშვილის ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.