რუსეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. კონსტანტინე დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს.
პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, 2,4344 გრ მეტადონს, 0,3410 გრ კოკაინს და 0,8655 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 8,4 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 28 კაფსულა „ლირიკა“ და 2,77 გრ გამომშრალი მარიხუანა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.