ხმაური მოჰყვა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებს.
დეპუტატებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გამგებლისგან და გუბერნატორისგან განმარტებები და კონკრეტული პასუხები მოითხოვეს კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლების განმარტებით ინცინდენტის პროვოცირება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან მოხდა. ხმაურის შედეგად სხდომა რამდენიმე წუთით გადაიდო.