არსებული ინფორმაციით, მინისტრმა შავლიაშვილმა თანამდებობა დატოვა. გავრცელებულ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დავით შავლიაშვილი მუშაობას განაგრძობს.
კულუარული ინფორმაციით, დავით შავლიაშვილთან ერთად თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება რომან ჩხენკელმაც მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში.
გავრცელებულ ინფორმაციას არც მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო მოსიძემ ჟუნრალისტებს არსებული ინფორმაცია არც დაუდასტურა და არც უარყო.