15 იანვარი 2026,   21:44
ვრცლად
"ქართუს" პრეზიდენტი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდა

"ქართუს" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის კანცელარია ავრცელებს.

მთავრობის ინფორმაციის თანახმად, ნოდარ ჯავახიშვილმა ზურაბ კოპაძე ჩაანაცვლა.

საკადრო ცვლილების ოფიციალურ მიზეზად სამინისტროსთვის განკუითვნილი თანხის ეფექტიანი მართვის აუცილებლობა სახელდება.    

"გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურას მომავალი წლიდან ძალიან დიდი და მასშტაბური სამუშაოების განხორციელება მოუწევს, სამინისტროს ბიუჯეტი კი მილიარდ ლარს შეადგენს, ზურაბ კოპაძის ნაცვლად, მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ჯეერჯერობით უცნობია, რა თანამდებობას დაიკავებსზურაბ კოპაძე.     

დღის ამბები