„მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, უკან შემოიტანე ქვეყანაში გატანილი ვალუტა!“- ეს განცხადება სპეციალურ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, "ყველაფრის თავი და თავი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი მაფია, რომლებმაც ეროვნული სარეზერვო ვალუტა მიითვისეს და ოფშორულ ზონებშიგადაქაჩეს".
როგორც ნათელაშვილმა განმარტა, მხოლოდ საინვესტიციო ფონდმა 6 მილიარდი ლარი მიითვისა.