რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია შედგეს.
ეს განცხადება ლავროვმა შვეიცარიაში გააკეთა.
ლავროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია უკვე ცნობილია და ის ახლა უკვე გიორგი მარგველაშვილის და ოფიციალური თბილისის პოზიციას ელოდება.
"სამყაროში არაფერია შეუძლებელი. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა პუტინმა უკვე გასცა ამ კითხვას პასუხი, როცა თქვა, რომ თუ საჭიროება და შეხვედრის ინტერესი იქნება, ყოველთვის მოიძებნება შესაძლებლობა," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.