12 იანვარი 2026,   14:49
ვრცლად
„ამ პროექტში მონაწილეობა ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს," - სერგეი ლავროვი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე

„ამ პროექტში მონაწილეობა ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს და რუსეთი მზად არის ამ პროექტისათვის,“ - მზადყოფნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აფხაზეთში რკინიგზის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოთქვა.  

განცხადება საქართველო-რუსეთი-სომხეთის რკინიგზასთან დაკავშირებით მან ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელის დაწყებამდეც ლავროვი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პირისპირ შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე ყოველგვარ მოლაპარაკებებს გამორიცხავენ. ცოტა ხნის წინ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სოხუმში რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელშიც მათთან ერთად რუსული და ქართული მხარეც არის ჩართული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები