14 იანვარი 2026,   09:13
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ გუნდს შეხვდა

ლარის კურსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა პრემიერთან. ირკლი ღარიბაშვილი მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს და "ეროვნული ბანკის" ხელმძღვანელობას შეხვდა.

შეხვედრას "ეროვნული ბანკის" პრეზიდენტთან ერთად ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებიც ესწრებოდნენ. 

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მედიას და პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ვითარების ხელოვნურად დაძაბვისგან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, დედაქალაქში ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ლარი დოლართან მიმართებით უკვე 2 ლარსა და 10 თეთრს შეადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები