„ეს ხელშეკრულება იქნება გაგრძელება იმ ძირითადი დოკუმენტისა, რომელიც ხელმოწერილ იქნა პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში,“ - ეს განცხადება რუსეთთან დაგეგმილი ხელშეკრულების გაფორმებაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გააკეთა.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ახალი გამოწვევები არსებობს, არსებობს გარკვეული საფრთხეც, ეს ფაქტორი კი მათ კარნახობს, რომ ხელი უნდა მოაწერონ ახალ ხელშეკრულებას.
„მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულების პროექტზე რუსეთის ფედერაციასთან ყველა ერთად ვმუშაობთ. ვაპირებ ხვალვე შევკრიბო პოლიტიკური საბჭო, გავიარო კონსულტაცია და შევისწავლო დოკუმენტაცია,“ - განაცხადა თიბილოვმა და აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მოიწვევს პარლამენტს და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რათა შეიმუშავონ პროექტი, რომელიც მათი სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება.