"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებზე ორი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.
პირველი კანონპროექტი პენსიის 220 ლარადე გაზრდას ითვალისწინებს, მეორე კი კომერციული ბანკებიდან უპროცენტო კრედიტის გაცემას.
საპარალამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ორივე ინიციატივა უკვე შეიტანეს პარლამენტში და ბიუროზე უნდა დარეგისტრირდეს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ყველა დაპირება უნდა დაფინანსდეს თანადაფინანსების ფონდიდან.