12 იანვარი 2026,   12:54
ვრცლად
”რატომ ვდგავართ საცობში” - "ნაციონალურ მოძრაობის" აქცია

”რატომ ვდგავართ საცობში” - ამ შინაარსის ფლაერები დაარიგეს "ნაციონალური მოძრაობის" და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

მათი განცხადებით, დედაქალაქის საცობებისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება ქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო მაგისტრალის გადატანაა.

პროექტის სამშენებლო სამუშაოების 80% დასრულებულია. თუმცა მერიამ 2015 წლის ბიუჯეტში ეს პროექტი აღარ დააფინანსა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მერიის მოქმედებებს გაუაზრებელ პოლიტიკად აფასებენ და პროექტის შეჩერებას "მავნებლობას" უწოდებენ.

„დედაქალაქის მერია აბსოლუტურად უუნარო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას იჩენს თბილისელების მიმართ, სადაც ათასი მანქანა გადაადგილდება საათში. ელემენტარულად 5 თვეში რომ გზის საფარს ვერ დააგებ, ეს არის უკვე დიდი სირცხვილი,“ - აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები