ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია -ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ კუთხით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებიოდეს განმარტა პრემიერმა. "ბოლო 2-3 დღეა მე ვხედავ ისტერიკას, რომელიც ტელევიზიებში მიზანმიმართულად მიმდინარეობს და ხელოვნურად ხდება ამ თემის აწევა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში კრიმინოგენური ვითარება არის აბსოლუტურად სტაბილური და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ. შინაგან საქმეთა მინისტრი, მთლიანად სამინიტრო არის აბსოლუტურად მოტივირებული, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ პოლიციელები და ფასდაუდებელია მათი შრომა. ის, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმნა უნდა, არის ყველასთვის ძალიან მძიმე - არავისთვის არ არის სასურველი და მინდა მწუხარება გამოვთქვა ყველა იმ ოჯახის მიმართ, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები, მაგრამ ყველა ქვეყანაში, ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ხდება დანაშაული. არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს თავს ვიმართლებთ, ან ვიცავთ, მითუმეტეს, რომ ესაა ჩვენი ოპონენტების მიერ აწეული უსუსური მცდელობა წარმოაჩინონ ისე, თითქოს სახელმწიფო ვერ ან არ ებრძვის კრიმინალს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ოპონენტები მიზანმიმართულად ცდილობენ, საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ გაუარესებული კრიმინოგენური ვითარებაა. ""სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ გამეკეთებინა ეს განცხადება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.