12 იანვარი 2026,   14:41
ვრცლად
გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა?

არსებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ, თანამდებობა დატოვა. ჩხაიძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დღეს თანადებობიდან მისი ნათესავი, რომან ჩხენკელი, გადააყენეს.

"კურიერის" ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. თუმცა, ის ამ დრომდე არ არის დაკმაყოფილებული. 

მმართველ კოალიციაში დღეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გიორგი ჩხაიძეს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და „რუსთავი 2“ ამ დრომდე ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები