შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
ის წერს, რომ სუს-ისა და გენინსპექციის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
"ჩემი ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს სუს-ის უფროსმა და გენინსპექციის უფროსმაც. ორივე ჯანყარაშვილის კადრად ითვლებოდა. ველოდები, როდის დაწერს განცხადებას ჭიკაიძის მოადგილე, ზედელაშვილი," - აღნიშნავს ნადირაშვილი.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გენინსპექციის უფროსის, ირაკლი სამყურაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება დაადასტურა. თუმცა, ის მიზეზებზე არაფერს ამბობს.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის, მალხაზ ჩიკვილაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, აღნიშნულ ინფორმაციას გიორგობიანი არ ადასტურებს.