მაღალი თანამდებობის კიდევ ერთი პირი თანამდებობას ტოვებს. ამჯერად თანამდებობა რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა დატოვა.
ჩხენკელის გადადგომის შესახებ ინფორმაციას მთავრობაში ადასტურებენ.
ჩხენკელმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო. მისი შემცვლელის ვინაობა, ჯერჯერობით გარკვეული არ არის.