"ეს ფაქტი მოხდა 4 წლის წინ და მე არ შემიძლია, ახლა შევაფასო ის, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩატაევის გამოშვება," - აცხადებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორად ახმედ ჩატაევის დასახელების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას და დასძენს, რომ "ჩვენ არ გვაქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო".
იან კელი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მან მედიით შეიტყო და სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ გააჩნია.
„ერთადერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ფანტასტიური და სამუშაო ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც იბრძვის ტერიტორიზმის წინააღმდეგ, მათ შორის აუცილებლად უნდა მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და გაცვლა. ეს ფაქტი მოხდა 4 წლის წინ და მე არ შემიძლია, ახლა შევაფასო ის, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩატაევის გამოშვება,“ - განაცხადა იან კელიმ.