ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე დაკავებულ ფარნაოზ ჭკადუას 4000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ცოტა წინ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჭკადუამ თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
მოსამართლემ არც ბრალდების და არც დაცვის შუამდგომლობები არ დააკმაყოფია. ბრალდების მხარის ჭკადუასთვის პატიმრობის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე "თავისუფალი ზონის" წევრისთვის 1000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.
სასამართლო სხდომაზე თავად ჭკადუამ წაყენებული ბრალდება აბსურდულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის ცემა ორგანიზაცია ”თავისუფალი თაობის’’ პროვოცირებული იყო.
”ასავალ დასავალის’’ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სასამართლო განხილვები 19 ნოემბერს გაგრძელდება.