ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
დღეიდან 1 აშშ დოლარი 2.3302 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3194 ლარს შეადგენდა. 1 ევრო კი 2.5823 ლარი გახდა მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5671 ლარს შეადგენდა.