თბილისში, სამხატვრო აკადემიის შენობაში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საპატრულო მანქანები. ხანძარი ჯერჯერობით ლიკვიდირებული არ არის.
პატრულმა გრიბოედოვის ქუჩა გადაკეტა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის იატაკზე გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 15 კვ. მეტრი ფართი.
მათივე განცხადებით, ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა და შენობის სხვა ნაწილს ხანძრის გადადების საფრთხე არ ემუქრება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯეჯერობით ცნობილი არ არის.
ფოტო: არქივიდან