გუშინდელი განცხადების შემდეგ დღეს მინდია ჯანელიძე დარწმუნებით ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იგეგმება. თავდაცვის მინისტრმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ჯანელიძის განცხადებით, მთავრობა მუშაობას აგრძელებს და ამა თუ იმ მინისტრის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
"მთავრობა არის შეკრული გუნდი, მუშაობს ძალიან ეფექტურად, აქვს ახლო და გრძელვადიანი გეგმები. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ იმისთვის, რომ მთავრობა, ან მისი რომელიმე წევრი შეიცვალოს," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმებოდა თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში, არ უპასუხა. დასმულ კითხვაზე მინდია ჯანელიძემ ასე უპასუხა: "უკაცრავად, დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ".