02 იანვარი 2026,   00:09
ვრცლად
საქართველოში კრისტინა აგილერა კონცერტს გამართავს

საკონცერტო დარბაზი შეკვეთილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოსა გადასცა, 30 ივლისს გაიხსნება.

შოუ-კონცერტს იქ მსოფლიო ვარსკვლავი კრისტინა აგილერა გამართავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია დღეს ბრიფინგზე მიაწოდეს.

აგილერა, რომელიც სპეციალურად ბლექ სი არენას გახსნისთვის ჩამოვა, მსოფლიო ჰიტებს შეასრულებს.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა ონლაინრეჟიმში 12 ივლისს, დილის 9 საათიდან დაიწყება.

დღის ამბები