14 იანვარი 2026,   01:07
ვრცლად
საქართველოში უცხოური ინვესტიციები 99%-ით გაიზარდა

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 99 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ინფორმაცია კი მანამდე სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, წინა წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა გაორმაგებულია. საერთო ჯამური რაოდენობა კი მესამე კვარტლის მონაცემებით 508 მილიონი ამერიკული დოლარია.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის მხოლოდ მესამე კვარტალში განხორციელებულმა ინვესტიციამ  გადააჭარბა 2011, 2012, 2013 და 2014 წლების ყველა კვარტალურ მონაცემს.

ამავე თემაზე
დღის ამბები