ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და 6 "გამშვები პუნქტის" ნაცვლად, ერთის დატოვებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს, რომლის თანახმად, ამ გადაწყვეტილების შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა. დე ფაქტო პრეზიდენტი თანაპარტიელებს დაჰპირდა, რომ "საქართველოსთან საზღვარს გაამაგრებს".
"სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი უნდა ფუნქციონირებდეს, სახელმწიფოს უსაფრთხოების გათვალისწინებით, ყველა დანარჩენი პუნქტი უნდა დაიკეტოს," - განაცხადა ხაჯიმბამ.
ამ დროისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე 6 გადასასვლელი ფუნქციონირებს. აქედან ერთი მთავარია და ხუთი დამატებითი.