10 იანვარი 2026,   13:47
ვრცლად
სომხეთის უშიშროების ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ერთი და დაჭრეს ორი პოლიციელი

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ამბოხებულებმა პოლიციის შენობაში შეჭრის დროს მოკლეს ერთი და დაჭრეს ორი პოლიციელი, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო NEWS.am ავრცელებს.

Ситуация в Армении. Архивное фото

შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს პოლიციის შენობა და აიყვანეს მძევლები, ისინი მოითხოვენ ერთ თვის წინ იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებული, ჟირაირა სეფილიანის, გათავისუფლებას.

ამ დროისათვის ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გათავისუფლებულია ორი მძევალი, - იუწყება სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური. 

 Захват здания полиции в Ереване

საპატრულო პოლიციის შენობა, რომელიც დღეს დილით შეიარაღებულმა პირებმა აიღეს და მძევლები აიყვანეს, ამ დროისთვის პოლიციელების ალყაშია მოქცეული. 

სომეხმა სამართალდამცველებმა გადაკეტეს ერებუნის რაიონისაკენ მისასვლელი ყველა გზა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ შეიარაღბულ ჯგუფთან, ვინც პოლიციის შენობა დაიკავა და მძევლები აიყვანა, - წერს სომხური მედია. 

ჟირაირა სეფილიანი, რომლის გათავისუფლებასაც შეირაღებული პირები მოითხოვენ, სომხური ოპოზიციური მოძრაობის ლიდერია. ის 20 ივნისს დააკავეს.

 ფოტო არქვიდან - ჟირაირა სეფილიანის დაკავება 

გამოძიების ინფორმაციით, სეფილიანი  შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას აპირებდა, ასევე გეგმავდა ერევანში შენობებისა და სატელევიზიო ანძის დაკავებას. 

 

 

 

 

 

დღის ამბები