12 იანვარი 2026,   17:37
ვრცლად
„უკრაინაში თანამდებობაზე ნიშნავენ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ,” - გოგი ქავთარაძე

პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებმა დღეს უკმაყოფილება გამოთქვეს უკრაინაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების დანიშვნის გამო. კოალიცია „ქართული ოცნების” წევრი გოგი ქავთარაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტის დეპუტატის იაცეკ ცარიუშ ვოლსკის განცხადებასაც, სადაც პოლონელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ილაპარაკა.

„უხერხულობა შეიქმნა ამასთან დაკავშირებით, როდესაც იაცეკ სარიუშ ვოლსკი ამბობს, რომ მიხსთვის სააკაშვილი იყო, არის და იქნება საქართველოოს პრეზიდენტი. ჩვენ საკმაოდ მკაფიო მხარდაჭერა გმოვუცხადეთ უკრაინის ხალხს, საპასუხოდ მივიღეთ გამოწვევა, მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არ იმსახურებენ თანამდებობებს. მე მგონი, ერსაც აქვს თავმოყვარეობა,” - განაცხადა ქავთარაძემ.

მის საპასუხოდ განცხადება გააკეთა უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

„ნუ გიკვირთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყანაში ეძახიან საპასუხისმგებლო პოსტებზე. „ნაციონალური მოძრაობა” არის რეფორმატორების ძალიან ცნობილი გუნდი, მთელ მსოფლიოში ცნობილი გუნდი დიდი გამოცდილებით და დიდი ავტორიტეტით. ასევე ნუ გიკვირთ, რომ პრეზიდენტად მოიხსენიებენ მიხეილ სააკაშვილს, რადგან ყველაფერი გააკეთეთ თქვენ, ქართულმა ოცნებამ,” რომ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს მარგველაშვილს არავითარი ნიშანწყალი და თვისება არ ჰქონდეს,” - აღნიშნა წიკლაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები