16 იანვარი 2026,   01:10
ვრცლად
ინციდენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უკვე ყოფილმა თანამშრომელმა ლაშა წურწუმიამ მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ უკვე მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. წურწუმია ხელმძღვანელის კაბინეტში შეიჭრა და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვითარება იმდენად დაძაბული იყო, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ვითარება ამ დროისთვის მშვიდია, სამსახურში არც მედეა ჯანიშვილი  და არც ლაშა წურწუმია არ იმყოფებიან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მედეა ჯანიშვილი ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია. ის აღნიშნულ თანამდებობას გიორგი სიგუას გათავისუფლების შემდეგ იკავებს.

მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ  განცხადება გაავრცელა ეკონომიკის სამინისტრომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაშა წურწუმიას სამსახურიდან გათავისუფლება თანამდებობისათვის შეუფერებელ საქციელს და თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს უკავშირდება.


"ბოლო პერიოდში წურწუმიას მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისადმი აგრესიული ქმედებების გამოვლენას. შექმნილი სიტუაცია უარყოფითად აისახებოდა ადმინისტრაციის სამუშაო პროცესზე და პრობლემებს უქმნიდა თანამშრომლებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას,’’ - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. 

დღის ამბები