14 იანვარი 2026,   18:31
ვრცლად
შსს ზედელაშვილის გადადგომას არ ადასტურებს

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა. გიორგი ზედელაშილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ძალოვან უწყებაში ჭიკაიძის მოადგილის გადადგომას ამ დრომდე არ ადასტურებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზედელაშვილის სახელს რამდენიმე კორუფციული ტენდერი და მასში მონაწილეობა უკავშირდება. მაღალჩინოსანს ამაში ბრალი ოპოზიციამაც დასდო. საეჭვო ტენდერებთან კავშირს გიორგი ზედელაშვილთან ერთად ედავებიან ასევე „ქართული ოცნების” ყოფილ აღმასრულებელ მდივანს ზვიად ჯანყარაშვილსაც.

არსებული ინფორმაციით, ის საქმიანობას კრიზისების მართვის ცენტრში განაგრძობს. 

დღის ამბები