საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმება და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირების იმედი აქვს.
გიორგი მარგველაშვილი თიბილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც პასუხობს და აცხადებს, რომ „ცხინვალთან ხელშეკრულება არც რუბლის სტაბილურობას გაამყარებს, არც ნავთობის ფასს გაზრდის და არც რუბლის სტაბილურობას არ გაამყარებს.”
პრეზიდენტისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ აფხაზეთის შემდეგ რუსეთი საქართველოს ანექსიის პროცესს უკვე ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმებით გააგრძელებდა.
"ჩვენ ამის თაობაზე ვიცოდით და თავიდანვე, როდესაც დავიწყეთ ლაპარაკი აფხაზეთთან ხელშეკრულების თაობაზე, ამაზეც გავაკეთეთ აქცენტი, რომ, სამწუხაროდ, იგივე მოსალოდნელი იყო ცხინვალის რეგიონთან," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.