„ვეცდები, ისევე, როგორც ეს იყო ჩემს წინა სამსახურში, შსს-შიც ვემსახურო ადამიანებს, მათ ინტერესებს და ქვეყანას, გონივრულად და პატიოსნად,“ - ეს შს მინისტრის ახლად დანიშნული მოადგილის, არჩილ თალაკვაძის პირველი კომენტარია ამ რანგში.
მან აღნიშნა, რომ აქამდეც საკმაოდ რთულ სისტემაში მუშაობდა. თალაკვაძის თქმით, მისთვის მინისტრის მოადგილეობა არის დიდი გამოწვევა, რთული მისია, თუმცა შესაძლებელი.