15 იანვარი 2026,   13:07
ვრცლად
“თბილსერვის ჯგუფის” საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა დასრულდა. “თბილსერვის ჯგუფის” საქმეზე პროკურატურამ ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაკითხა - ტარიელ ხიზანიშვილი, რომელიც 2011 წელს გიგი უგულავას მოადგილე იყო.

ხიზანიშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ უგულავას მითითებით შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და თავად კი მიიღო იმ პირთა სია, რომლებიც ამ დეპარტამენტში უნდა დასაქმებულიყვნენ. პროკურატურის ვერსიით, სწორედ ეს სამუშაო ადგილები იყო ფიქტიური, სადაც გაფორმებულები იყვნენ პარტიული აქტივისტები და იღებდნენ ხელფასს.

გამოძიება უგულავას ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

ამავე თემაზე
დღის ამბები