„აირზენასთან“ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, - ინფორმაციას ამის შესახებ კახი კალაძე ავრცელებს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან შედგა, თუმცა კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს.
„ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას კომპანიასთან. ჩემი ინფორმაციით, სამინისტრომ "აირზენას" წარმომადგენლებს რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს და შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა,“ - აცხადებს კახა კალაძე.