ზუგდიდის ცენტრში მდებარე გალფის ბენზიგასამართ სადგურზე ბენზინმზიდს ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მაშინ მოხდა, როდესაც ბენზინმზიდი საცავში ბენზინს ცლიდა.
აფეთქების თავიდან აცილება კი გალფის გვერდით მდებარე სამაშველო სამსახურმა შეძლო. მათ ადგილიდან სპეციალური ხსნარის გაშვებით შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა და აფეთქების თავიდან აცილება.
დაშავებული არავინ არ არის.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. მათ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ.