11 იანვარი 2026,   23:08
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ოლიმპიურ სოფელს ესტუმრა. პრეზიდენტმა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა. საქართველოს პრეზიდენტი დღეს უკვე რიოდან თბილისში ბრუნდება. გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად 31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველმა პირმა ბრაზილიაში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა, სადაც საუბრის მთავარი თემა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მოპოვება იყო.

“რიოში ჩვენ გვქონდა ბედნიერება ვმდგარიყავით ჩვენს რჩეულ ათლეტებთან ერთად, მონაწილეობა მიგვეღო ოლიმპიადის დასაწყისში, იმ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში სადაც ყველა ერი თავის რჩეულ წარმომადგენლებს გზავნის. ამასთან ერთად ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გვემუშავა არა ერთი ქვეყნის დელეგაციასთან და ჩვენი მუშაობის ძირითადი აქცენტი იყო, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი, არაღიარების პოლიტიკისა და დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების რეზოლუციის მხარდამჭერი შეხვედრების გამართვა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.    

დღის ამბები