14 იანვარი 2026,   11:35
ვრცლად
ვალერი ხაბურძანიას აზრით, შსს-ს რეფორმის შედეგად მოსმენას ორი უწყება განახორციელებს

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია იმ სამ ძირითად მიზეზს ასახელებს, რის გამოც ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურიდან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფა მიზანშეუწონელია.

ვალერი ხაბურძანია ამბობს, რომ ეს რეფორმა დაკავშირებული იქნება უზარმაზარ ფინანსურ ხარჯებთან, მენეჯმენტისა და დაქვემდებარების პრობლემებთან.

„წმინდა მათემატიკის თვალსაზრისით, მინუსია იმიტომ, რომ ფინანსური დანახარჯები აუცილებლად იქნება და არცთუ ისე მცირე. მეორე, მენეჯმენტის თვალსაზრისით, არის პრობლემები, ჩნდება კიდევ ერთი ამბიციური ფიგურა და კითხვა, თუ ვის დაექვემდებარება უწყება და მესამე, ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით შეიქმნება პრობლემები, რადგან მოსმენების აპარატურა ალბათ ორი უნდა გახდეს იმიტომ, რომ ეს გასაღების საკითხი არ გადაწყდა და დარჩა შსს-ს და ამ თვალსაზრისითაც წაგებაა,” - განაცხადა ხაბურძანიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები