15 იანვარი 2026,   00:56
ვრცლად
„რომელი "ნაცი" მოვიდა კალოშით პოლიტიკაში,” - ხაჩიძე ხადურს მიმართავს

გოგა ხაჩიძე ნოდარ ხადურს სთხოვს, დააკონკრეტოს, რომელი "ნაცი" მივიდა ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით და ვინ არიან მისი ბრალდების ადრესატები.

"მაინტერესებს, ვის გულისხმობდით. პირადად ჩემზე შემიძლია გითხრათ, რომ ორგზის დეპუტატი ვარ, ოთხი წელი ორი რეგიონის გუბერნატორი ვიყავი, ოთხი წელი მინისტრად ვიმუშავე და დღემდე ჩემი ოროთახიანი ბინის კრედიტს ვიხდი, 2001 წლის "რენო ლაგუნათი" დავდივარ. ვის გულისხმობდით და ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ასეთი "ნაცები", როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახლა "ქოცები" გახდნენ და თქვენთან გადმოინაცვლეს," - მიმართა ფინანსთა მინისტრს ხაჩიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები