„მინისტრებიდან პრემია მიეღოთ, ორი-სამი გამონაკლისის გარდა, არ მახსენდება," - ამბობს ხადური და განმარტავს, რომ მინისტრის ხელზე ასაღები ხელფასი 5 000 ლარია, თავის დანამატთან ერთად.
როგორც ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2012 წელთან შედარებით, მინისტრების ხელფასი ორ-სამჯერ შემცირდა.
მისივე თქმით, 2015 წლის საბიუჯეტო პროექტით შრომის ანაზაღაურების ნაწილის ზრდა სამართალდამცველთა და თავდაცვის სისტემაზე, ასევე სასამართლო ხელისუფლებაზე მოდის.
ხადურმა ისიც აღნიშნა, რომ მომავლი წლიდან ხელფასი ეზრდებათ სახალხო დამცველს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორს, რადგან იზრდება მათი ფუნქციები.
"მინისტრების და მინისტრის მოადგილეების ხელფასები მნიშვნელოვანად არის შემცირებული – ორჯერ, სამჯერ და ზოგჯერ მეტადაც. მინისტრის ხელფასი ხელზე 5 000 ლარია, თავის დანამატთან ერთად,” - განაცხადა ხადურმა.