14 იანვარი 2026,   10:38
ვრცლად
ექსპერტები აფხაზების მიერ ენგურჰესის გათიშვის საფრთხის შესახებ

ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ ხაჯიმბას მიერ გაკეთებული განცხადება რუსეთის მიერ არის გადაწყვეტილი, რადგან სამანქანო დარბაზი და სამართავი ფარი გალის რაიონშია.

ჰესის გათიშვის საფრთხეზე მიუთითებს კიდევ ერთი ექსპერტი არჩილ მათიაშვილი და აცხადებს, რომ  აფხაზების ნებისმიერი ქმედება ჩვენ ბევრად უფრო დაგვაზარალებს, ვიდრე მათ, რადგან გენერაციის ობიექტი იქ არის.

მისი თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა აფხაზებს შეუძლიათ და ამ შემთხვევაში გამოსავალი იქნება ის, რომ ქვეყანას მოუწევს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდება.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე კი აცხადებს, რომ საქართველოს ვალდებულებები აქვს ენგურჰესზე და ეს საკითხი არ განიხილება.

ენგურჰესი წელიწადში 4,5 მილიარდ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები