შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას შსს-ს გაყოფის შესახებ.
"ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს. შესაბამისად ამ ეტაპზე ასეთი საუბარი არარეალურია. კომისიას დიდი დრო აქვს მუშაობისთვის. შესაბამისად, ამ ეტაპზე თუ დაიწყო დისკუსია და მსჯელობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამავე ეტაპზე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, კომისიას მსჯელობისთვის გარკვეული დრო აქვს," - განაცხადა იზორიამ "რუსთავი2"-ის კითხვაზე საპასუხოდ.
კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე ამბობდა, რომ საკონსტიუტციო კომისიაში შსს-ს გაყოფის საკითხი განიხილება.
შსს-დან უშიშროების ნაწილის გამოყოფა განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურდა და დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში ყოიფნისას ამის გამო სააკაშვილის ხელისუფლებას საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდა. თუმცა, ხელისუფელბაში მოსვლის შემდეგ შსს-ს გაყოფაზე უარი თქვეს და შსს-ს რეფორმა მხოლოდ ერთი დეპარტამენტისთვის სახელის შეცვლით შემოიფარგლა.