2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ამ წუთებში პარლამენტში სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატების კითხვებს ფინანსთა მინისტრი პასუხობს. ნოდარ ხადური პარლამენტში იმყოფება.
ხადურს კითხვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმაც დაუსვა. თუმცა დეპუტატის კითხვა მინისტრმა უპასუხოდ დატოვა.
„ბატონო ნოდარ, ახლა ქვეყანა მზად არის, რომ 7 მილიონზე მეტი მივცეთ შიხიაშვილს? მართლა მაინტერესებს, რა ვალი გაქვთ ასეთი შიხიაშვილთან?“ - ჰკითხა ირმა ნადირაშვილმა ფინანსთა მინისტრს.
ნოდარ ხადურს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.