14 იანვარი 2026,   10:31
ვრცლად
2015 წლის ბიუჯეტს ალასანიას გუნდი მხარს არ უჭერს

2015 წლის ბიუჯეტს ალასანიას თანაგუნდელები მხარს არ დაუჭერენ.

განცხადება ამის შესახებ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

ჩიქოვანი არ იზიარებს ნოდარ ხადურისა და მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტს და აცხადებს, რომ პროექტი დასახვეწია.

ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, რომ "თავისუფალ დემოკრატთა" გუნდი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში აღარ იმყოფება, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.

"2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ბევრი საკითხი და ელემენტია, რომელსაც ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" მხარს ვუჭერთ. თავის დროზე ჩვენ მონაწილეობა მიღებული გვაქვს ბიუჯეტის შემუშავებაში და ვთვლით, რომ ძალიან მნიშველოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს უფრო დიდი ბიუჯეტი გააჩნია, ვიდრე მანამდე ჰქონდა. მაგრამ, მიგვაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის. რესურსების სიმწირე იყო განმაპირობებელი იმისა, რომ ორ წელიწადში 30 000-მდე ჯარისკაცის კვების საკითხი ვერ მოგვარდა," -  განაცხადა ჩიქოვანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ამავე თემაზე
დღის ამბები