საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობა ცდილობს, პრეზიდენტს გაერო-ში წასვლა გადააფიქრებინოს, რადგან, მათი შეფასებით, "საქართველოდან გაერო-ში ორი დელეგაციის წასვლა ქვეყნის იმიჯს დააზარალებს".
ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკანიანმა გააკეთა და დასძინა, რომ "დარჩენილ დროში მაია ფანჯიკიძე ეცდება, დაარწმუნოს პრეზიდენტი, რომ არ წავიდეს ნიუ-იორკში".
მისი ინფორმაციით, დელეგაციას პრემიერ-მონისტრი უხელმძღვანელებს, რომელიც გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.
ზალკანიანი ამბობს, რომ მას "გაერო-ს მიერ დაგეგმილ რიგით სამიტზე" მარგველაშვილის მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საკითხთან დკავშირებით განსხვავებული პოზიციებია: ნაწილი მიიჩნევს, რომ ორი დელეგაცია არ უნდა წავიდეს, ნაწილი კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
საპარლამენტო უმცირესობაში კი ამბობენ, რომ ასეთი დაპირისპირება საჯარო არ უნდა იყოს, რადგან ეს ორივე ინსტიტუტს აზარალებს.