16 იანვარი 2026,   05:40
ვრცლად
„ძაძამიას განთავისუფლების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ველოდები,“ - გოგლა ჟვანია

მიხეილ ძაძამიას გირაოთი განთავისუფლების ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს გოგლა ჟვანია. გარდაცვლილი პრემიერის ძმა აცხადებს, რომ ის გერმანიაში იმყოფება და მას ოფიციალური ინფორმაცია სასამართლოსგან ჯერ არ მიუღია.

გოგლა ჟვანიას განცხადებით ის საქმის გამოძიებით კმაყოფილია.

„ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. მითხრეს, რომ გაათავისუფლეს, მაგრამ ოფიციალურად სასამართლოსგან ეს ინფორმაცია არ მიმიღია. ზოგადად საქმის მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ,“ - განაცხადა გოგლა ჟვანიამ 

ამავე თემაზე
დღის ამბები