შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამტრედიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პედაგოგი არ უცემიათ და არ დაუჭრიათ. მისთვის მხოლოდ უშედეგოდ სცადეს ბეჭდის წართმევა.
„სკოლაში შევიდა უცხო პირი და მასწავლებელს ოქროს ბეჭედი მოსთხოვა, მან ვერ მოახერხა ბეჭდის წართმევა და გაიქცა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პირმა პედაგოგი დაჭრა, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე აღძრულია ყაჩაღობის მუხლით,” - წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.