„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი სერგო რატიანი, აცხადებს, რომ საყდრისის საკითხზე არა მხოლოდ კულტურის მინისტრის, არამედ მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
რატიანის თქმით, მომხდარზე პასუხი უნდა აგონ გარემოს დაცვის სამინისტრომ, ასევე ძეგლთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, რომელიც, როგორც რატიანი განმარტავს, მთავრობის სხდომებს ესწრება და საკმაოდ დაახლოებული პირია პრემიერ-მინისტრთან.