15 იანვარი 2026,   08:10
ვრცლად
„ბიუჯეტი არის გამჭვირვალე,” - ფინანსთა სამინისტრო არასამთავრობო სექტორს პასუხობს

„2015 წლის ბიუჯეტი არის გამჭვირვალე,” - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სამინისტროსთვის მიუღებელია არასამთავრობო სექტორის კრიტიკა ბიუჯეტთან დაკავშირებით.

კაკაურიძე ფიქრობს, რომ ბიუჯეტში არსებული მონაცემები არის ზუსტი და გამჭვირვალე.

ფინანსთა სამინისტრომ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.

„გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და კულტურის სამინისტროს დაფინანსება. ასევე გაზრდილია თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც. 380%-ით არის გაზრდილი შრომის ანაზღაურება,” - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები