15 დეკემბერს ვარკეთილში ახალგაზრდა მოკლეს. ის ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრეს და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე უკვე გახსნილია. პოლიციამ 35 წლის დამნაშავე კახა ფ. დააკავა. შსს ადასტურებს, რომ დამნაშავე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე დააპატიმრეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილმა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ღამით ვარკეთილში, სუხიშვილების ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ზურგის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1995 წელს დაბადებულ დავით ხ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში მეტრომშენის დასახლებაში დააკავეს.